რატომ ვერ შედგება „პლოშჩი“ ანუ ბელორუსული „მაიდანი“ – მოსაზრება

ბელორუსია. რატომ ჩავარდა ოპოზიცია ანუ რით განსხვავდება ასე ძლიერად 2020 წლის ბელორუსია 2014 წლის უკრაინისგან?

 

  1. ლუკაშენკოს მორალური თვისებები. ლუკაშენკო ქარიზმატული პოლიტიკოსია, ალიენდეს ტიპის. იგი ბოლომდე იბრძოლებს და არ გაიქცევა, როგორც გაიქცა იანუკოვიჩი;

  2. ბელორუსებმა უკვე იციან უკრაინული „მაიდანის“ კატასტროფული შედეგები. უკრაინელებს რომ 2014 წელს სცოდნოდათ, რით დასრულდებოდა „მაიდანი“, ისინი თავიანი ხელებით გაგლეჯდნენ ყველა „მაიდანელს“;

  3. ბელორუსიაში არ არიან ოლიგარქები – არავინაა ისეთი, ვინც „მაიდანს“ გაუწევს სპონსირებას;

  4. ვინაიდან არ არიან ოლიგარქები, არც ოპოზიციური ტელევიზიის სპონსორები სჩანან ქვეყნის მასშტაბით;

  5. ბელორუსიაში შეზღუდულია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დასავლური ფონდების მიერ – არ არსებობს აქტივისტების არმია, რომლებიც ღებულობენ ხელფასს და შეუძლიათ, მუდმივ საფუძველზე პროფესიონალურად ებრძოლონ ხელისუფლებას;

  6. საზოგადოებაში არ არის მოცემული ძლიერი განხეთქილება. უკრაინაში მოცემული იყო დაპირისპირება დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის, რუსულენოვანებსა და უკრაინულენოვანებს შორის. ბელორუსიაში ყველაფერი პირობითი აღმოსავლეთია, ალბათ, გროდნოს გარდა. ბელორუსი ხალხი რუსულენოვანია, რამდენიმე ასეული პოლიტიკური „ლიტვინების“ გარდა;

  7. ბელორუსიაში არ არსებობს კავშირი ანტირუსულ პროჰიტლერულ კოლაბორაციონიზმსა და ფაშიზმთან, როგორიც აქვთ უკრაინელ „ბანდერელებს“. სამაგიეროდ, ბელორუსიაში დიდია ფაშისტებთან კოლაბორანტების მიუღებლობა და ძლიერია პატივისცემა დიდი სამამულო ომის ხსოვნისადმი;

  8. ბელორუსია გახლავთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და რუსეთს აქვს უფლება, მას აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება. ეს გარემოება სიფრთხილებს მატებს გარე ძალებს;

  9. ბელორუსიის ძალოვანები ლუკაშენკოს სრულ კონტროლს ქვეშ არიან, ჩამოყალიბდნენ და აღზევდნენ, აღიზარდნენ მის მიერ. უკრაინაში იანუკოვიჩს არ ჰქონდა სრული კონტროლი ძალოვანებზე;

  10. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ბელორუსიაში ცდილობენ პოლონური სპეცსამსახურები – ეს შედარებით სუსტი ძალაა. უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას უშუალოდ აწყობდნენ მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები – ამერიკული;

  11. მოსკოვმა ისწავლა უკრაინულ გამოცდილებაზე და აგზავნის სიგნალებს, რომ მზად არის, სრულად ჩაერთოს მოვლენებში;

  12. დასავლეთმა ისწავლა ყირიმისა და დონბასის გამოცდილებაზე, დასავლეთს ესმის, რომ რუსეთს შეუძლია, ძალიან დიდი ჩარევა მოაწყოს. „გაზრდილ“ ევროპას ნამდვილად აღარ სურს ბელორუსიაში გაიმეოროს უკრაინული ტიპის გადატრიალება.

ყოველივე ამის გამო,“პლოშჩის“ ანუ ბელორუსული „მაიდანის“ ჩავარდნა კანონზომიერებას წარმოადგენს.

 

სერგეი მარკოვი