თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ადვოკატთან ერთად დღეს შს სამინისტროში მივლენ

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შესაძლოა დღეს ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ. ისინი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან მასალების გაცნობას ელოდებიან, მოხდება ჩვენებების გაცნობაც.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები უფლებადამცველთან ერთად გუშინ ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში გარკვეული ტიპის სოციალური ქსელები მოიძიეს, თუმცა შესვლა ვერ მოხერხდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სოციალური ქსელების ადმინისტრაციას შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გამოძიებამ FBI-ის ​კვლავ მიმართა.

“ვერანაირ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა. ვიმედოვნებ, რომ FBI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბევრის საშუალებას მოგვცემს. ვნახოთ, დღეს ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ველოდები შეხვედრებიდან გარკვეულ ინფორმაციას, გადამოწმება მოხდება ყველაფრის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეულ ქმედებებს განვახორციელებთ.

ძალიან ბევრი ადამიანის ჩვენებები დევს საქმეში ისე, რომ ყველა გვარებს და სახელებს ვერ ჩამოვთვლი. ეჭვები ძალიან ბევრია, ასე რომ განცალკევება არ შემიძლია ნამდვილად. ჩემთვის თავიდანვე გამორიცხულია თვითმკვლელობა,” – განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

 

“კურიერი”