ვლადიმირ პუტინი: მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა, ჩემი ქალიშვილი უკვე აიცრა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმიერ პუტინის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა. ქვეყნის ლიდერის თქმით, მისი ქალიშვილი უკვე აიცრა.

რუსული მედიის თქმით, ვაქცინა დაამზადა მოსკოვის გამალიის ინსტიტუტმა. პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ისედაც იმედოვნებდა, რომ ყველაზე პირველს სწორედ რუსეთს ექნებოდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც მასობრივ წარმოებაში მალე ჩაუშვებდა.

„ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე მიიღო ვაქცინა. ამ შემთხვევაში მან ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. აცრის შემდეგ მას 38 გრადუსი აღენიშნებოდა სხეულის ტემპერატურა, თუმცა მომდევნო დღეს 37 დაუფიქსირდა“.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ტატიანა გოლიკოვას თქმით, ვაქცინა სამედიცინო მუშაკებს სექტემბრის დასაწყისიდან დაურიგდებათ, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იგი უვკვე იანვრიდან იქნება.

“ნიუპოსტი”