“დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი ბაჩალიაშვილის საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს” – გვარამია ბაჩანას ინტერვიუზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძესთან გუშინდელ ეთერსა და მის შესახებ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას ეხმაურება:

„გულისამრევი ფსევდოინტელექტუალების და სამ ტრენინგ და ოთხ ბროშურა წაკითხული უპროფესიო ხალხის საქართველო. თავისი ჭეშმარიტი “ზემოდან ყურების სიბრალულით”, რომელსაც ხან ტოლერანტობას ეძახის, ხან ეთიკას, ხან ორივეს ერთად.

ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს.

მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი, ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა.

ასევე, სრულად მისი დამოკიდებულებაა დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი (რაც, სხვათა შორის, ბაჩალიაშვილის საქმისთვი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საქმის გარემოება ), აბა, მე საერთოდ არ მინახავს ეს სუბიექტი, არც ვიცნობ და არც მისი სექსუალობით დავინტერესებულვარ.

მორჩით კოლექტიურად ვითომ კეთილი ზრახვებით ადამიანების გიჟებად, ჭკუასუსტებად, საწყლებად და მსგავსებად გამოცხადებას და მათთვის დამამცირებელი ფორმებით მათ ვითომ დაცვას. არავის არ ჭირდებით. ისევ სემინარებზე, ტრენინგებზე და ქოუჩინგებზე იარეთ და “ჭკვიანური” კითხვები დასვით საკუთარი ეგოს საფხანად. საკუთარის, თორე არც იქ გონიხართ ვინმეს ჭკვიანი.“

წყარო: report.ge