ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 685 პირი გამოიკვლიეს. აქედან ერთ მოქალაქეს ვირუსი დაუდასურდა. ლაბორატორიული კვლევის ყველა სხვა შედეგი უარყოფითია.

ინფიცირებული მოქალაქე კარანტინში იმყოფებოდა.

ბათუმში სულ 17 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.

ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 72 პირი, კარანტინში იმყოფება 3 306 მოქალაქე.

 

“რეპორტ.ჯი”