ერთი მნიშვნელოვანი რამ: ეს საშუალება არ კლავს ვირუსს, არამედ მხოლოდ ამცირებს მისი გავრცელების რისკს
სამეცნიერო ექსპერიმენტი განხორციელდა ბოხუმში რურის უნივერსიტეტის მოლეკულარული და სამედიცინო ვირუსოლოგიის კვლევითი ჯგუფის ექსპერტების გუნდის მიერ მეცნიერებთან ერთად სხვა ქალაქებიდან – იენიდან, ულმიდან, დუისბურგ–ესენიდან, ნიურნბერგიდან და ბრემენიდან.
პროექტის შედეგები დასაფიქრებელია: მან აჩვენა, რომ ვირუსის Sars-Cov-2 უჯრედები „მწყობრიდან გამოდის“ პირის ღრუს სავლები სითხეების გამო.
ექსპერიმენტი ამგვარად ჩატარდა: მკვლევარებმა შეისწავლეს და დატესტეს პირის ღრუს სავლები სხვადასხვა შემადგენლობის მქონე რვა სითხე. რვავე გერმანიის აფთიაქებში იყიდება. ექსპერტები თითოეულ სითხეს უმატებდნენ Sars-Cov-2–ის ვირუსულ ნაწილაკებს, შემდეგ კარგად ურევდნენ 30 წამის განმავლობაში.
გამოირკვა, რომ ყველა პირის ღრუს სავლები სითხე სხვადასხვა ხარისხით ამცირებდა ვირუსის საწყის ტიტრს. საინტერესოა, რომ როდესაც „გამოვლება“ ხდებოდა არა ერთხელ, არამედ ზედიზედ სამჯერ, ტიტრი იმდენად მცირდებოდა, რომ ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელი იყო.
კვლევის ავტორები, ამასთან, განმარტავენ, რომ დატესტილი სითხეები პირის ღრუს გამოსავლებად ვირუსს არ კლავს, არამედ მხოლოდ ამცირებს მისი გავრცელების რისკს.
“სპუტნიკი”