ქართული დიასპორა რუსეთში, პირველი გამოეხმაურა ფუტკარაძეების ოჯახის ტრაგედიას!

 

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახის ტრაგედიამ, რაც დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, დიდი რეზონანსი გამოიწვია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც! ძალიან ბევრი წარმომადგენელი გვწერს ემიგრაციიდან და ცდილობს საკუთარი პროტესტის ხმა შეუერთოს საყოველთაო საზოგადოებრივ აღშფოთებას, რაც გამოწვეულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, ერთი ოჯახიდან, ერთდროულად 9 არასრულწლოვანი წევრის , – ბავშვების გაყვანით, სოციალური მუშაკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე! მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება მაინც იქნა აღსრულებული იძულების წესით!!! ეს წუთია, პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა მისი ნება, რომ მას აქვს სურვილი, ყოველმხრივი კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფუტკარაძეების მრავალშვილიან ოჯახს, რაც გამოიხატება, როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე სათანადო პირობების შექმნაში, რომ ეს ოჯახი დაკავდეს აგრარულ-სამეურნეო საქმიანობით, ბავშვებმა მიიღონ სათანადო განათლება, ოჯახი აღიჭურვოს სოფტექნიკით, მათ საკუთრებაში გადაეცეთ ფერმერული საქმიანობის განხორციელებისთვის საკმარისი მიწის დიდი ფართობი, უზრუნველყოფილ იყვნენ ჯანმრთელობის დაცვის პრემიალური პაკეტით და ყველა იმ სერვისით, რაც ამ ოჯახის განვითარებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს! ბატონი ილია ძოწენიძის თხოვნით ვასაჯაროებ მის საკონტაქტო ნომერს:+7(912) 425-27-22. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!!!

წყარო