მინსკში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფულს ურიგებდა მოხალისეებს მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის

ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით იუწყება, რომ სამართალდამცველებმა მინსკში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც მასობრივი არეულობის მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

 

შსს-ს განცხადებით, დაკავებისას, მანამდე არაერთხელ ნასამართლევმა, მამაკაცმა სამართალდამცველებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია,  ერთ-ერთ სამართალდამცავს ცხვირიც გაუტეხა, მის ზურგჩანთაში კი აღმოჩენილია  ათი ათას დოლარზე მეტი. ეს თანხა განკუთვნილი იყო მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის დასარიგებლად.

      წყარო

                                                                             კონსტანტინე ჩიკვილაძე