მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ლარსის საბაჭო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათი ნაწილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდანაა, მოსახლეობის ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა გადაწყდა.
დილიდან სოფელში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის უწყებებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.
PCR ტესტირების შემდეგ საერთო ეპიდემიოლოგიური სურათი შეჯამდება. სავარაუდოდ დღის ბოლომდე ყველა ადგილობრივს აუღებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშს და ამით ეპიდემიოლოგები ამ სოფელში მუშაობას დაასრულებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
“რადიოთავისუფლება”