რობერტ სტურუა: არა, იმ დეგენერატ ჯურჯნალისტკებზე უფრო ჭკვიანი ქალი ჩანს. მაგრამ რად გინდა, ავადაა, ნაცისტებმა გახრწნეს და სამწუხაროდ მგონი ვერ მორჩება…

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში გზავნილს და სოფო ბუკიას სტატიის ბმულს  ავრცელებს და  მწვავედ აკრიტიკებს:

 

სოფო ბუკიას სტატია

აი ეს არის ნაცისტების მოწამლული ფსიქიკის შედეგი!
საგიჟეთში თუ მოგათავსეს ჯანმრთელი კაცი, მალე ტვინში რაღაც შეცვლასაც იგრძნობ.( ზოგ ფსიქიატრსაც ეტყობა მსუბუქი უცნაურობა). ასევეა ნაცისტების მოყვარულნი:
დიდმა ჭკუაგადასულმა ბელად-ნაცისტებმა შედარებით ნორმალურ ხალხს სულ იოლად შეუცვლეს ჯანსაღი აზროვნება. ამ გადაგვარებაში დიდად ეხმარებოდა, ერთის მხრივ – შური, მეორე მხრივ – ძალაუფლება, და ბოლის – დიდ თუ პატარა სავარძელში ქურდული ფულის კეთება.
და სანამ საოცარი დენდროპარკს აშენებდა ივანიშვილი, რას არ ჩადიოდნენ ისტერიკამდე მისული ნაციზმით მოწამლული ქართველები( რა მოსატანია, გამახსენდა, რა ტემპერამენტით ანგრევდნენ გურიაში რევოლუციის დროს ეკლესიებს, როგორ გააპარტახეს თავად-აზნაურთა სასახლეები, მამულები და ამბობენ სახლში წაიღესო!) რა გასაკვირია, რომ ამ ბრწყინვალე უნიკალური პარკის ხორცშესხმის დროს მოსახლეობის სიგიჟე მოჰყვა – რა მიტინგები, რა მორიგეობა და ხელის შეშლა, მშენებლობის ბლოკირება – როგორი ბოღმა და გაკაპასებული გლეხები!(მხოლოდ სამხრეთის ჭკვიანი მეზობლები, სააკა-სოვდაგარმა მიწები და სახლები კაპიკებად რომ აყიდინა ამ წალკოტში, იყვნენ ჩუმად!)
არაფერი გამოუვიდათ ნერვებაშლილ ნაციკოებსმ!
აშენდა უნიკალური რამ!
უკვე მილიონმა ქართვწლმა ნახა ეს საოცრება!
უ ფ ა ს ო დ!
და უამრავი ქართველი დაიბოღმა!
სააკა ურჩევნიათ?
ისევ სატანური კორუფცია?
ისევ ოფლიან ლოგინში გოგონების ჩქმეტა და წვალება?
ისევ კაცების ციხეებში წამება და ანალური გაუპატიურება!!!
და ეს უტიფრები კიდევ ხმას რომ იღებენ!
ღმერთო, ნუთუ ვინმე საქართველოში ამ ბოროტ არაადამიანებს ხმას მისცემს?!!
სოფიოს ამ პროპაგანდისტულ წერილს გადაავლეთ თვალი!
არა, იმ დეგენერატი ჯურჯნალისტკებზე უფრო ჭკვიანი ქალი ჩანს. მაგრამ რად გინდა – ავადაა – ნაცისტებმა გახრწნეს და სამწუხაროდ მგონი ვერ მორჩება…
თუ იქ წახვედი, უკან ვეღარ მობრუნდება!
ნ ა ხ ე თ დ ე ნ დ რ ო პ ა რ კ ი!
მსოფლიო ალაპარაკდა!

წყარო