ბლოგერი ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
უამრავი ადამიანი არის უკმაყოფილო კოჰაბიტაციით და იმითი, რომ გაივსო ოცნება ნაცებით.
ამ უკმაყოფილებას ვაწყდები ყველგან.
მახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები: -” ქვეყანა ვერ განვითარდება – თუ საზოგადოება თვითორგანიზაციას ვერ მოახერხებსო!”
ჰოდა ვინმემ ითავოს ეს “თვითორგანიზაცია”, მისაღები კანდიდატურები დასახელდეს და მიიღონ ეს დაგროვებული მხარდაჭერის პოტენციალი! ამითი მოიგებს ყველა, ვისაც ქვეყნის განვითარება აღელვებს!
და რაც მთავარია – ნაცების სასარგებლოდ არ დაიკარგება იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ოცნებაზე განაწყენებულები საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე მისვლას!