SpaceX-ი აშშ-ის შეიარაღბული ძალებისთვის კოსმოსურ აპარატებს გაუშვებს

ილონ მასკის კომპანია 2022-2028 წლებში კოსმოსში აშშ-ის შეიარაღებული ძალების აპარატებს გაუშვებს. პენტაგონმა და კომპანია SpaceX-მა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

შეგახსნებთ რომ, 2019 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა ამერიკის კოსმოსური ძალების შექმნის განკარგულება გამოსცა. შესაბამისად 2020 წლის ბიუჯეტში ამ მიზნისთვის 40 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, SpaceX-მა უნდა უზრუნველყოს საწყისი ეტაპის ინტეგრაციული კვლევები, კოსმოსში გაშვების მხარდაჭერა, ფლოტზე მეთვალყურეობა და სხვადასხვა სახის სამხედრო ამოცანების შესრულება.

წყარო: cyc.ge