IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.
პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ – 74%.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს კახა კალაძე, 53%-ს – დავით ბაქრაძე, 42%-ს – შალვა ნათელაშვილი, 41%-ს ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს გიორგი ვაშაძე, 37% დავით უსუფაშვილი, 36% ნიკა მელია, 34%-ალეკო ელისაშვილი, 34% არჩილ თალაკვაძე, 32% გიგი უგულავა, 32% სალომე ზურაბიშვილი, 30% ირაკლი ოქრუაშვილი, 28% ირმა ინაშვილი, 27% მამუკა ხაზარაძე, 25% ნინო ბურჯანაძე, 17% ეკა ბესელია, 14% ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ს.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, პირდაპირი გამოკითხვის ფორმით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
წყარო: report.ge