სამასამდე ტესტის პასუხის მოლოდინშია ყაზბეგი, სადაც ინფიცირებულები ძირითადად ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.
ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნლობას ბოქსირებულ განყოფილებაში აგრძელებენ.
ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად ძირითადად სამ სოფელში მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე ყაზბეგის ჩაკეტვა არ იგეგმება.
“რუსთავი2”