ერთი მამაპაპური ქართული გამოთქმაც იმეორეთ ხოლმე ხშირ-ხშირად, თერაპიისთვის: “არ გინდოდათ რძე და ყველი…”- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

აბა, სოციალიზმი თქვენ არ გინდოდათ, უფასო მკურნალობა თქვენ არ გინდოდათ (მაინც ქრთამია მისაცემიო), უფასო სწავლა სკოლა-უმაღლესებში თქვენ არ გინდოდათ (იქაც ჯოჯოხეთს ქრთამი ანათებსო და, თანაც, ამდენ დიპლომიანს რა გაუძლებსო), მშვიდობა და სხვებთან თანასწორობაც არ გინდოდათ სინამდვილეში, რადგან ზღუდავდა, თურმე, ეგ ამბავი თქვენს მგზნებარე “თავისუფალ სულსა” და უკიდეგანო გაქანებას…

მოკლედ, დაუღალავად ეძებდით მზეზე ლაქებს, ხოლო ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს.

დღესაც დროს ატარებთ სოციალიზმის, სტალინისა და საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინებაში – თან ხშირად ანაზღაურების გარეშეც, ასე ვთქვათ, სულისა და გულის მოთხოვნით – და ამიტომაც ვართ ასე კარგად.

ჰოდა, გააგრძელეთ ასე სპეციფიკურ ეროვნულ ფეოდალიზმში ცხოვრება და დარჩით ამერიკულ-ევროპული გრანტების იმედად, სხვა რა გზა დაიტოვეთ რო?

ისე, ერთი მამაპაპური ქართული გამოთქმაც იმეორეთ ხოლმე ხშირ-ხშირად, თერაპიისთვის: “არ გინდოდათ რძე და ყველი…”

გ.ლ.

წყარო