ეს გათახსირებული ტესტი წინასაარჩევნოდ, ხუთიანზე ჩააბარა ქვეყნის მმართველმა გუნდმა- ნიკოლოზ დარსაველიძე

ნიკოლოზ დარსაველიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ოვერტონის ფანჯარა ლამისაა გამოგლიჯონ ჩვენმა ცვედანმა მოხელეებმა.
იუვენალური კანონის ამოქმედების ასეთი საჯარო დემონსტრირება, ამის ნათელი მაგალითია. ეს გათახსირებული ტესტი წინასაარჩევნოდ, ხუთიანზე ჩააბარა ქვეყნის მმართველმა გუნდმა.
მამაცხონებულებო, თუ რამე კარგი გაკეთდა, მადლობის მეტი ვის რა უთქვამს ამ მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რა ნამუსით უნდა დაამუნჯოს ადამიანი?!
არავინ არ არის დაზღვეული, რომ ეს სატანისტული კანონი, მას და მის მონაგარს არ შეეხება.
კონკრეტული ფაქტის აღმოფხვრა, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს.
ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, ანუ ამ საშინელი კანონის გაუქმებამდე!!!
თუ მშობელი შეურაცხადია, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებითაა დაკავებული, ასეთ შემთხვევაში ისედაც მოქმედებს კანონი და შესაბამისი განაჩენიც დგება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი განსაკუთრებული მზრუნველობის ობიექტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან და არავითარ შემთხვევაში მისი გადაცემა, ფინანსური წახალისებით აღტკინებულ ოჯახზე არ შეიძლება.
პოლიტიოსებს მოვუწოდებ ამ თემის ირგვლივ გაერთიანებას.
მერე ვნახავთ ვინ რა ხვითოა!!!

წყარო