“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს და ე.წ. კვლევითი ორგანიზაციების კვლევებს ეხმაურება.
13 აგვისტოს, 13:00 საათზე, IRI-ს “კვლევის” თემაზე ჩვენი პარტიის ოფისში ბრიფინგს გავმართავ.
ბრიფინგზე უტყუარ მტკიცებულებებს წარმოვადგენ, თუ როგორ ცრუობს არა მარტო IRI, არამედ ყველა სხვა ე.წ. კვლევითი ორგანიზაცია, იქნება ეს “გორბი”, “ედისონ რისერჩი”, თუ სხვა.
მოკლედ, არ მთავრდება ამ ქვეყანაში არც ტოტალური ტყუილი და არც უკიდეგანო ფარსი და სწორედ ეს ტრაგი-კომედია უნდა დავამთავროთ 31 ოქტომბერს ჩვენი- პატრიოტების გამარჯვებით!