“თუ კორონაა-კორონა იყოს”-მაგრამ მაშინ, გაამყარეთ არგუმენტები და ხალხსაც აუხსენით გასაგებად: რა მიზეზით არ კრძალავთ ქათმის ექსპორტს ბრაზილიიდან?!”

გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლების (სურსათის ეროვნული სააგენტოს და პირველი არხის) ყოვლად გაუგებარ და ფსევდოარგუმენტებით გამყარებულ  განცხადებას:

ჩვენს ხელისუფლებას ხომ აშკარად სჯერა, რომ კორონა “მძვინვარებს”?! მსოფლიოში და კერძოდ კი საქართველოში?!  მაშინ, რა აძლევს მას  საფუძველს, რომ რიხიანად განაცხადოს: “საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე არ შეზღუდავს”…????!!!
ზემოთ გაეცანით ამ ფაქტის ხელისუფლებისეულ ახსნას,   მე გეტყვით რა აზრი გამოვიტანე ამ ყველაფრიდან: რომ ჩინეთში ბრაზილიურ ბარკლებში კორონა აღმოაჩინეს, რაც სააგენტო “როიტერმაც” დააფიქსირა. მაგრამ საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე მაინც არ შეზღუდავს, იმიტომ რომ, აი, ესაა მაგარი ღადავი: თურმე ნუ იტყვით, და  “საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან(???), ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩატარებული აქვს ინსპექტირება(???) …..არგუმენტებია ყინულმჭრელი ვერ გადახერხავს, ხომ?! და კიდევ იმიტომ არ შეიზღუდება, თურმე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბრალიზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია(?????)… იქნებ მე მეშლება, მაგრამ ამას სახელად შემთხვევით კრეტინიზმის აპოთეოზი ხომ არ ქვია?! პირადად მე მზად ვარ მივირთვა ეს ბარკლები და ვიცი რომ არაფერი მომივა. მაგრამ ხალხს რომ ატერორებთ, თქვე ოჯახაშენებულებო, დღე და ღამე, არიქააა….”კორონაი მოვა და შეგჭამთო”…მაშინ გაამყარეთ არგუმენტები და დაუსაბუთეთ ხალხს მართლაც არგუმენტირებულად და არა ისე, რა ნაჯღაბნიც  მიუგდეთ, სირცხვილია ეს!
კარგად იცოდეთ, ხელისუფლებამაც და  სურსათის სააგენტომაც, რომ ამ ქვეყანაში აზროვნების, ანალიზის და ფაქტების აწონ-დაწონვის უნარი ჯერ ყველას არ დაუკარგავს და რეალური არგუმენტებით გაამყარეთ თქვენი ესა თუ ის გადაწყვეტილებები.

კონსტანტინე ჩიკვილაძე