ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია …

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შედეგებმა, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიამდე მიიყვანა. ეკონომიკა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 20.4%-ით შემცირდა. იტყობინება BBC-ი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისზე დაყრდნობით.

ბოლოს ასეთი მასშტაბური გამოწვევის წინაშე ბრიტანეთის ეკონომიკა 2009 წელს იდგა.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებით, კოლაფსი გამოწვეულია მაღაზიების, სასტუმროების, რესტორნები, სკოლებისა და ავტომანქანის შემკეთებელი ცენტრების მასობრივი დახურვით.

როგორც იუწყებიან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მომსახურების სექტორი აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანეთის ეკონომიკის 4/5-ს შეადგენს.

მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სტუმართმასპინძლობის სექტორიც. ქარხნების დახურვამ კი უკიდურესად შეამცირა ავტომანქანების წარმოება.

დიდი ბრიტანეთის კანცლერის, რიში სანაკის განცხადებით, ეკონომიკის ვარდნა მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

“ასობით ათასმა ადამიანმა უკვე დაკარგა სამუშაო, სამწუხაროდ, მომავალ თვეებშ კიდევ უფრო მეტი დაკარგავს” – განაცხადა მან

წყარო: ghn.ge