აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 824-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 824-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 497 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 31 058 პაციენტი, ხოლო 2 269 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 804 513 ტესტი ჩატარდა.

წყარო: report.ge