დიდუბეში საცხობის აფეთქდა – დაშავებულია ორი ადამიანი

დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები იყვნენ. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქება ხანძრის გარეშე მოხდა და აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.

 

“რუსთავი2”