“ქართული იდეას” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ამ წუთას დამიკავშირდნენ სიღნაღიდან, სადაც დროებით იყო მიბარებული 3 წლის ნიკოლოზ შარაშენიძე და შემატყობინეს, რომ ბავშვი სოც-მუშაკებმა გამოიყვანეს მიბარებული ოჯახიდან და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით!!!
დამირეკა ასევე ნიკოლოზის დედამ, ქალბატონმა ნანა შარაშენიძემ და ატირებულმა მთხოვა დახმარება. მას არ აქვს ინფორმაცია სად გადაიყვანეს ბავშვი, ხოლო საბურთალოს რაიონის სოც-მუშაკები (რომლებმაც განახორციელეს ბავშვის ჩამორთმევა) ტელეფონის ზარებს არ პასუხობენ.
მივმართავ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს: დაუბრუნეთ დედას თითიდან გამოწოვილი მიზეზებით წართმეული ერთადერთი შვილი!!!
ჩვენ, ბ-ონ ილია ძოწენიძის თანადგომით, რომელიც მზად არის დღესვე ჩაურიცხოს დედას 6 000 ლარი, (ფუტკარაძეების ოჯახის მსგავსად) შეგვიძლია დედაშვილი შარაშენიძეები უზრუნველვყოთ ყველა საჭირო სოციალური პირობით!
ჩვენი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღებთ პერმანენტულ საზოგადოებრივ პროტესტს!
წყარო