სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გადაწყვეტილებით, დაკავებული ექიმების მხარდასაჭერად დაწყებული სოლიდარობის აქციები კვირის ბოლომდე შეჩერდა.

გაერთიანების ინფორმაციით, აქციები იმ მიზნით შეჩერდა, რომ დრო მისცემოდა ჯანდაცვის სამინისტროს და პროკურატურას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად სამედიცინო საზოგადოების შემდეგი მოთხოვნების შესასრულებლად:

ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება და რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ხელახალი შესწავლა.

„გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ დარგობრივი ასოციაციების მორიგი შეკრება გაიმართება დღეს, 18:00 საათზე. შეკრება კვლავ დააფიქსირებს სოლიდარობას ბრალდებული/ დაკავებული ექიმების მიმართ.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოკლე საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების და შემდგომი ქმედებების თაობაზე”,-აღნიშნულია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში.

 

“რეპორტ.ჯი”