ტურიზმი და ენერგეტიკა გადაარჩენს საქართველოს! შენ დაუკარ, ბიჭო გოგი! შენც, მიხოჯან!- დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

 

„2020. იანვარი-ივნისი
(ოფიციალური მონაცემები)

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები:
(ხვედრითი წილი მთელ საქონელბრუნვაში):
– თურქეთი (14%)
– რუსეთი (12%)
– ჩინეთი (10%)

ამავე პერიოდში:
1. ევროკავშირთან საქონელბრუნვა შემცირდა 22%%-ით (წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან); რუსეთთან 16%-ით; ჩინეთთან კი გაიზარდა 10%-ით.

2. ექსპორტის საერთო შემცირებამ შეადგინა 16%, ხოლო
იმპორტისა – 19%…

ამ ციფრების მიღმა პრობლემები იკვეთება…
საინტერესოა, ამ ციფრეს რომ ეცნობა (თუ ასე კონცენტრირებულად ეცნობა) – რა დასკვნებამდე მიდის მთავრობა…

კარიკატურული ”რეკომენტატორები” რომ ჰყავს მტავრობას და მასხრად იგდებს თავს, – ამას ტურიზმი უშველის და… ენერგეტიკაში ფულის ჩადება?!

რატომ იმატებს ფასები ყველაფერზე, –
ახლა გასაგებია?!

კიდევ უფრო რომ მოიმატებს, ეს მოულოდნელი იქნება?!
არა!
იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში იმპორტი იკლებს თითქმის 20%-ით და – კიდევ ერთი ნიუანსი:
რაა იმპორტის სტრუქტურაში დომინირებული?!

შენ დაუკარ, ბიჭო გოგი!
შენც, მიხოჯან!

ტურიზმი და ენერგეტიკა გადაარჩენს საქართველოს!

ტაში, ტაში, კიდევ ტაში!“

წყარო