Sotheby’s-ს ვირტუალუარ აუქციონზე სახელგანთქმული ნიდერლანდელი მხატვრის, რემბრანდტის ავტოპორტრეტი 14.5 მლნ გირვანქა სტერლინგად [18.7 მლნდ დოლარი] გაიყიდა.
როგორც აუქციონის ორგანიზატორები იტყობინებიან, ეს თანხა ყველაზე მაღალია, რაც კი რემბრანდტის მიერ შექმნილი ავტოპორტრეტისთვის გადაუხდიათ.
რემბრანდტის ბოლო ავტოპორტრეტი 2003 წელს გაიყიდა 6.9 მლნ გირვანქა სტერლინგად.
სამშაბათს გაყიდული ავტოპორტრეტი ერთ-ერთია მხატვრის მიერ შექმნილი 3 ავტოპორტრეტიდან, რომლებიც პირად კოლექციებში ინახება.
წყარო: ghn.ge