აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართველი ენათმეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

სახლ-მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნოღაში მდებარეობს.

წყარო: ghn.ge