საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. ვაკანსია 10 აგვისტოს JOBS.GE-ზე გამოქვეყნდა, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19 აგვისტოა.
ვაკანსიის განაცხადიდან ირკვევა, რომ დირექტორის ანაზღაურება 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება.
რაც შეეხება მოთხოვნებს: პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი, ასევე 5-წლიანი სამუშაო გამოცდილა.
შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა 2019 წლის 16 იანვარს დატოვა. სურგულაძის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებდა
წყარო: ghn.ge