ალექსანდრე ლუკაშენკო: რაც დღეს ბელარუსში ხდება უცხოეთიდან არის მართული, არ გაყოთ ცხვირი ქუჩაში, თქვენ და ჩვენ შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

 

მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა:

“ის რაც დღეს ბელარუსში ხდება უცხოეთიდან არის მართული, არ გაყოთ ცხვირი ქუჩაში, გესმოდეთ, რომ თქვენ და ჩვენ შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში? გინდათ, რომ ვიჯდე და დაველოდო, ვიდრე მინსკი არ გადატრიალდება? ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავუმკლავდებით მათ. ამ ყველაფრის დამგეგმავები და ორგანიზატორები უცხოეთიდან ჩამოსული ხალხია. წინა რიგებში არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები…დამშვიდდით და მოდით, წესრიგი აღვადგინოთ….”

 კონსტანტინე ჩიკვილაძე