„ევროპული საქართველოს“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ (რაც ერთი და იგივეა) ლიდერმა და მაშინდელმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფაქტობრივად, თავისი ქვეყნის ღალატი აღიარა, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებებს 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
„12 წლის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ (რაც ერთი და იგივეა) ლიდერმა და მაშინდელმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფაქტობრივად, თავისი ქვეყნის ღალატი აღიარა! მისი თქმით, 2008 წელს ომი საქართველოს დაუწყია, მისი და გუნდის წევრების ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ხელმოწერაც ამას ადასტურებს, თან რას ამბობს – ეს იმიტომ გავაკეთეთ, ოკუპაცია რომ დაფიქსირებულიყოო. ანუ ოკუპაციის ხელშემწყობი ჩვენც ვიყავითო. არადა ნებისმიერ ადამიანი, ვინც ამას თუნდაც მოსაზრებად წარმოთქვამდა, მინიმუმ კრემლისა და პუტინის აგენტის იარლიყს აკრავდნენ… ასეთ შემთხვევაში თქვენ ვინ ხართ ბატონებო?“ – წერს ნიკოლეიშვილი.
“იმედი”