ფეისბუქ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
რატომ არავინ ახსენებს ამ სიტყვებს, არ აწყობთ?!
ეს სიტყვები ილიას ეკუთვნის და კარგად ჩაიჭედონ ტვინში!..
ქართულმა ეკლესიამ კი ილია ჭავჭავაძე წმინდანად აღიარა ❤
#ილიაჭავჭავაძე:
„რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ თვალუწვდენელ რუსეთისთვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა–არყოფნის საკითხთან __ დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის“.