ჟირინოვსკი: ლუკაშენკოს, როგორც უკრაინას, უნდოდა ჩვენგან ყველაფერი მიეღო და შემდეგ გადახრილიყო დასავლეთისკენ 

საიდან გაუჩნდა ბელარუსის პრეზიდენტს ანტირუსული რიტორიკა და მისი  ხელისუფლებაში  დარჩენის შანსების შესახებ, ამ და სხვა კითხვებზე,  რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, «Комсомольская правда»-სთან ინტერვიუში საუბრობს.

 


მოკლე ამონარიდები ინტერვიუდან:

“-რუსეთს ბელარუსთან მიმართებაში ბევრი რამ შეეშალა, ჩვენ ასევე წავაგეთ უკრაინაც, თუმცა მეორე მხრივ იანუკოვიჩი რომ შეგვენარჩუნებინა, ის ყირიმს არ მოგვცემდა. ბელარუსში კი არაფრის აღება  არ გვურს. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად გავათამამეთ ლუკაშენკო, მან ხომ თავის დროზე გვიღალატა და ყირიმი არ ცნო…

– ლუკაშენკომ, ისევე როგორც იანუკოვიჩმა ორმაგი თამაში დაიწყო, როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან, იმიტომ რომ მას არ უნდოდა რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება, რასაც მოსკოვი სთავაზობდა…

– მე ლუკაშენკოს ადრე ორჯერ შევხვდი, ის გულახდილად მპასუხობდა: ” მე თქვენი არ მესმის, თუ  გინდათ სსრკ-ის აღდგენა, მითხარით,  თანახმა ვარ, აღვადგინოთ; თუ გინდათ რომ ბელარუსი შევიდეს მოკავშირე სახელმწიფოდ რუსეთის შემადგენლობაში, ამაზეც თანახმა ვარ”. თუმცა, ელცინის დროს ეშინოდათ, რომ თავისუფალ არჩევნებში ლუკაშენკო გაიმარჯვებდა და ამდენად ამ საკითხზე საუბარი რუსეთის მიზეზით  გადაიდო….

– ლუკაშენკო დღეს აღარაა სანდო პარტნიორი, ის ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვის აღარ “ჩაეხუტა”: მოსკოვს, ბრიუსელს, ვაშინგტონსაც კი, პეკინს, ვარშავას, ვილნიუსს…კიევთანაც კი მოინდომა. მაგრამ მან ვერ განჭვრიტა ის, რომ ყველას  ერთგული და სანდო მოკავშირე სჭირდება. ლუკაშენკომ უკრაინას მიბაძა,  ისევე  როგორც უკრაინას, მასაც უნდოდა ჩვენგან ყველაფერი მიეღო და შემდეგ გადახრილიყო დასავლეთისკენ..

– რათქმაუნდა, მოსკოვს შესწევს ძალა შეუნარჩუნოს ლუკაშენკოს “სტატუს-ქვო”, დაე გააგრძელოს მასზე მორგებული როლის თამაში, თუმცა ის ჩვენი ერგული მეგობარი ცალსახად აღარაა…

სრულად ინტერვიუ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან  იხილეთ ბმულზე ქვემოთ:

წყარო

 კონსტანტინე ჩიკვილაძე