ლუკაშენკო და პუტინი დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება.

 

„ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.

“აიპიენი”