რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას პირველი თხოვნისთანავე აღმოუჩენს, – როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენომ თავდაცვის სამინისტრის სტატეგიული სამმართველოს ცენტრში გამართულ თათბირზე განაცხადა.
რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.
„როდესაც საუბარია სამხედრო შემადგენელზე, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გვაქვს მოლაპარაკება. ზუსტად ეს მომენტები შეესაბამება ამ შეთანხმებას. ამიტომ, დღეს რუსეთის პრეზიდენტთან მე შექმნილი სიტუაციის შესახებ ხანგრძლივი, არსებითი საუბარი მქონდა. უნდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად გავოცდი კიდევაც – აბსოლუტურად ჩახედულია იმაში, რაც ხდება. ჩვენ მასთან შევთანხმდით, ჩვენს პირველსავე თხოვნაზე აღმოგვიჩენენ ყოვლისმომცველ დახმარებას ბელარუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მეშვიდე დღეა ითხოვენ. თავიდან დემონსტრაციებს ძალის გამოყენებით შლიდნენ, მაგრამ ქუჩის გამოსვლები არ შეწყდა და მილიციამ მასობრივი დაკავებები შეწყვიტა.
“იმედი”