უმადურობა უკიდეგანო ქაჯობაა: ევროპის განთავისუფლებისას 2 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა და უფრო მეტი დასახიჩრდა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რევაზ კილასონია, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

გუშინ, მესამე რაიხის დროინდელ, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკ მაიდანეკში ვიყავი, ქალაქ ლუბლინთან არის ახლოს.

დღესაც კი იგძნობა რაღაც ენით აუწერელი საშინელება რაც იქ ხდებოდა. როგორ უნდა მოაფიქრდეს მსგავსი რამის გაკეთება ადამიანს არ მესმის?!

საბჭოთა სამხედრო ტყვეები მიიყვანეს პირველად. მთლიანობაში 26 ეროვნების წარმომადგენელმა განვლო ეს საშინელება.

1944 წლის 24 ივნისს კი, ბანაკი საბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს.

ბოლომდე დარწმუნებული ვარ- საბჭოთა ჯარები რომ გაჩერბულიყვნენ სადღაც უკრაინის საზღვრებთან, ეს და მსგავსი სხვა ბანაკები, დღესაც კი იფუნქციონირებდნენ “დანიშნულებისამებრ”.

ევროპის განთავისუფლებისას 2 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა და უფრო მეტი დასახიჩრდა.

და რა დონის ნაძირალა უნდა იყო, ეს არ გესმოდეს და მხოლოდ პირადი პოლიტიკური კონიუნქტურიდან განიხილავდე ამ თემას?!

ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

უმადურობა უკიდეგანო ქაჯობაა.

წყარო