პარიზი და მარსელი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზი და მარსელი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა.

მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტით, ხელისუფლება უფლებამოსილია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით, დააწესოს ლოკალური შეზღუდვები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

დეკრეტის გამოცემა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. გუშინ, 13 აგვისტოს ქვეყანაში ვირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ დღეებში პარიზსა და მარსელში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ახალი შემთხვევების ზრდის პარალელურად, ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დააწესებს.

იუწყებიან, რომ პარიზისა და მარსელის ე.წ. “წითელ ზონებად” გამოცხადებამ შესაძლოა უმძიმესი დარტყმა მიაყენოს ტურიზმის სექტორს.

წყარო: ghn.ge