საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია კორონავირუსისგან დასაცავად სახლიდან გამოსვლისა და სახლში შესვლის წესებს კიდევ ერთხელ ავრცელებს.
სახლიდან გასვლის პროტოკოლი:
✅ ჩაიცვით გრძელმკლავიანი;
✅ შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;
✅ თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს;
✅ შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
✅ თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს;
✅ როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;
✅ დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ;
✅ ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე. აიფარეთ იდაყვი;
✅ შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. თუ გამოიყენებთ დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;
✅ დაიბანეთ ხელი ნებისმიერი საგნის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;
✅ არ შეეხოთ სახეს სანამ ხელს არ დაიბანთ;
✅ დაიცავი დისტანცია.
სახლში შესვლის პროტოკოლი:
✅ სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ, არაფერს შეეხოთ;
✅ გაიხადეთ ფეხსაცმელი;
✅ თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;
✅ გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;
✅ შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;
✅ მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;
✅ გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;
✅ გარეთ ნაყიდი ნივთების შენახვამდე გაასუფთავეთ სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);
✅ ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები, გადაყარეთ და დაიბანეთ ხელი;
✅ დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში). მიზანი არის რისკის შემცირება.
წყარო: ghn.ge