რატომ არ იჭერენ სოსო თოფურიძეს? …

“სოსო თოფურიძე სჭირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მიშას თავის ბიძა და ბიძაშვილი უკაცრავად და ერთ ადგილზე ეკიდა” – ამბობს “ექსკლუზივ ნიუსთან” საუბარში “09”-ის ერთ-ერთი მეპატრონე ივიკო გოგიჩაიშვილი.

“სოსო თოფურიძე სჭირდებოდა მიშას, ის ხალხს ნიშნავდა, იჭერდა. სოსოს დანიშნული დანიშნული ხალხი მიშას საქმეს აკეთებდა და ისინი, დღესაც საქმეს აკეთებენ. ყველა დაიჭირეს სოსო თოფურიძის გარდა, სოსო რატომ არ დაიჭირეს? რაც შეეხება თემურ ალასანიას, მას არავისთვის სიკეთე არ გაუკეთებია”-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

საინფორმაციო ცენტრ „09“-ს დამფუძნებლის, ივიკო გოგიჩაიშვილის განცხადებით, კომპანიის გაკოტრებაში კუდის ყოფილი უფროსი სოსო თოფურიძე მონაწილეობდა.

„სოსო თოფურიძე და გიორგი ქოჩლაძე, რომელიც მე დავნიშნე „09“-ის დირექტორად, ალალი დეიდაშვილები არიან. მათ გაუშვეს რეკლამები, თითქოს „08“ ნახევარ ფასად გასცემდა ინფორმაციას, რაც არასწორი და ტყუილი იყო. რეალურად კი, ჩემთან სამი ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა იგივე ფასად. მართალია, ის რეკლამა არაფერს არ მაკლებდა, მაგრამ სამართლებრივად მინდოდა სიმართლე ეთქვა „08“-ს რეკლამაში, ეს პირდაპირ იყო სარეკლამო კანონის დარღვევა.

სოსო თოფურიძემ გააყალბა სასამართლო პროცესები და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე 2013 წლის უზენაესი სასამართლოს დასკვნა.

20 სასამართლო პროცესი მქონდა „08“-თან და თოფურიძემ ყველა გააყალბა. სოსო თოფურიძე და გიორგი ქოჩლაძე, რომლებიც ალალი დეიდაშვილები არიან, ერთობლივად მებრძოდნენ. ამჟამად, „08“-ს დე–ფაქტო დირექტორი სოსო თოფურიძის შვილი, გიორგი თოფურიძეა, რომელიც ჩვეულებრივად დადის სამსახურში. თუმცა ოფიციალურად სხვა პირი ჰყავს დირექტორად გაფორმებული”-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

წყარო: exclusivenews.ge