ახლანდელი ვიზიტორი საქართველოში უფრო მეტს დახარჯავს – ვახტანგ ჭარაია

წლის ბოლომდე რა რაოდენობის ვიზიტორების მიღებაც ჩვენ შეგვიძლია, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს რომ დავეყრდნოთ, სრული 100% რომ შემოვიდეს, როგორც შარშან, ჩვენ მივიღებთ 5 თვის 6%-ს. ანუ 5 თვეში რაც უნდა მიგვეღო იმის 6%-ს მივიღებთ ამ კონკრეტული 5 ქვეყნიდან – ამის შესახებ “დღის ქრონიკის” ეთერში ანალიტიკოსმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორს არ უნდა ჰქონდეს განცდა რომ ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნა მათ მათ ყველა რისკებს აარიდებს.

„შარშან ანალოგიურ პერიოდში, 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მივიღეთ. თუ ამ 5 ქვეყნიდან მოსალოდნელ შემოსავალს გავითვალისწინებთ, გამოდის სადღაც 80მილიონი დოლარის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. ესეც ოპტიმისტური შეხედულებით.

ახლანდელი ვიზიტორი უფრო მეტს დახარჯავს. იმიტომ, რომ შედარებით დაბალმხარჯველი ვიზიტორები მოაკლდება ტურიზმს, რადგან შესაძლოა მათ ბევრად მეტი პრობლემა შეექმნათ ვიდრე შედარებით მდიდრებს და ეს შედარებით მდიდრები უფრო იმოგზაურებენ დღევანდელ რეალობაში და შესაძლოა მათ უფრო მეტიც დახარჯონ ვიდრე შარშან” – განაცხადა ჭარაიამ.

წყარო: exclusivenews.ge