ბელარუს სამხედროებს მოვუწოდებ, ძალის გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცოდვა არ ჩაიდინონ- გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბელარუსში შექმნილი სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრა.

 

„ის ამბები, რაც ბელარუსიდან მოდის, ძალიან დრამატულია. გუშინ, ქვეყნიას თითქმის ყველა ქალაქში ხალხი ქუჩებში გამოვიდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე და პოლიტიკური ცვლილებები მოითხოვა. მე აღფრთოვანებული ვარ მათი სიმამაცით იმ ძალადობის ფონზე, რაც მათ მიმართ განხორციელდა. მოვუწოდებ პრეზიდენტ ლუკაშენკოს, მოლაპარაკებების და არა ძალადობის გზას მიჰყვეს. მოვუწოდებ ბელარუსელ სამხედროებს, ძალის გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცოდვა არ ჩაიდინონ. ამ ამაყი ქვეყნის ხალხი ჩვენს სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებს“, – დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.

“იმედი”