ბელორუსის პრეზიდენტობის  ყოფილი კანდიდატები, სამივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა: ბრიტანეთის, აშშ-, ლიტვის; სოროსელებს ზოგადად გააჩნიათ 2-3 და მეტი სამშობლოც- ერმილე ნემსაძე

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი,  „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ტოპოგრაფიული ჯგუფის მომზადების უფროსი ერმილე ნემსაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

და ეს ქალები…

???
მოკლედ თქვენს წინაშეა ბელორუსის პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილი კანდიდატები.
რომლებიც “ერკინებოდნენ” ბაწკას ბელორუსიაში პირველი პირობისთვის.
ერთი შეხედვით ვითომ არაფერი მაგრამ როგორც ვრცელდება ინფორმაცია სამივე მათგანს გააჩნია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ერთს ბრიტანეთის, მეორეს ა.შ.შ-ს და მესამეს ლიტვის.
“ბოროტი ხმები” კი იმასაც ამბობენ რომ მათ პარალელურად ისრაელის მოქალაქეობაც გააჩნიათ.
მოკლედ ეს გასაკვირი არაა სოროსელებს ზოგადად გააჩნიათ 2-3 და შეიძლება მეტი სამშობლოც.
“დემოკრატი” ქართველები მღერიან “ბატკა” უნდა წავიდეს დაიღალა ბელორუსი ხალხიო ???
არადა მახსენდება სამანიშვილის დედინაცვალი და გენიალური “კირილე” რომ გადაძახებს თაკარა სიცხეში ოყიანი თოხის მრტყმეველებს.
“ნეტა ვიცოდე რა გამღერებთ თქვე უპატრონიებო ამ შუადღით შიმშილით კუჭი გიხმებათ.”
ქართველებს რომ მძიმე სენი გვჭირს სხვის თვალში ბეწვი ვეძებოთ და საკუთარში დირეს ვერ ვხედავდეთ ეს არ ახალია, თან ებრაელების წყევლა ისე გვაქ ახდენილი რომ ანალოგი არ მოეძებნება. არც ჩვენი ვიცით და არც სხვისი გვესმის და თუ გვესმის ყველაფერი უკუღმა….
მოკლედ ის მინდოდა მეთქვა რომ “სოროსული სბროდი” რომელიც მუდამ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე აქცენტირებს.
თავდაუზოგავად ქმნის 21 საუკუნის “გმირ ქალებს”.
თუ ტიმოშენკო, თუ სავჩენკო, თუ ქსიუშა სობჩაკი, თუ რუსული “ფუსი რაიოტის” ქართული ანალოგი “ფუჩუ” და ა.შ. ახლა ბელორუსიის ორგანიზაცია “ფუჩუ” იბრძვის პირსისხლიანი დიქტატორის წინააღმდეგ.
მმმმ….  პირდაპირ თვალები აგევსება ცრემლით.
არადა ბელორუსებს განსაკუთრებით კარგად ახსოვთ რეალური გმირი ქალები ზოია კოსმოდემინსკაია და ამ სამი ანტურაჟის გამოყვანა არ ვიცი რამდენად იმოქმედებს თუმცა სოროსმა კარგად იცის რატომ აკეთებს ქალებზე “სტავკას” მიზეზი მარტივია გარდა იმისა რომ ქალი რომელსაც ლამის აკვნიდან მიჩვეულია ფოჩიან კანფეტებს მისგან ბევრად უფრო იოლად სამართავია ასევე გადაგვარების და დეგრადირების შედეგად კაცზე ბევრად სასტიკი და დაუმდობელია.
გაგახსენებთ ასეთ ქალებს ჩერგო, გუგული, ჩუგოევი, სამადაშვილი, გოგუაძე…
მოკლედ ბელორუსული სცენარი სტანდარტული გეგმით მიმდინარეობს. საზოგადოების უკმაყოფილების გამოყენება ხდება შემდეგი სცენარით.
1. “თავისუფლების და დემოკრატიის” სახელით ოღონდ მოშორდეს დიქტატორი.
2. “თავისუფალი არჩევნები” .
3. “ხალხი ირჩევს” პრეზიდენტს.
4. “ხალხი ირჩევს” პარლამენტს.
5. რა თქმა უნდა “დემოკრატიულად” ??? და ამის შემდეგ ხდება მთავარი ხალხი ნამდვილად დემოკრატიულად ირჩევს ქვეყანას სადაც უნდა გაიქცეს რადგან “დემოკრატიული” არჩევნების შემდეგ “დემოკრატიულ ქვეყანაში” აღარ გაიძლება.
რატომ?
იმიტომ რომ ქვეყანაში “თავისუფალი ბაზრის” პრინციპზე დაფუძნებული ველური კაპიტალიზმი დგება.
იწყება “прихватизация” ხალხის ქონება გადადის გადადის სოროსის მაგავარი “ფილანტროპების” ხელში,(არადა ბელარუსია რა საპრიხვატიზაციოაა. უჰჰჰ…) უმუშევრობა ხდება ნორმა, იშლება სოციალური გარანტიები და პრობლემა შიმშილი და სიდუხჭირე კი არ ხდება? ხდება “გეი აღლები” ქალთა დისკრიმინაცია და ა.შ
ხოდა კუჭ გამომხმარო ქართველებო გადახედეთ რა დაგმართათ გადატრიალებებმა და ფერადმა რევოლუციებმა . გადახედეთ უკრაინას, ყირგიზეთს, მოლდავეთს…
1990 წლის პოპულარული ლოზუნგი მინდა გავიხსენო “ოღონდ თავისუფალი ვიყოთ და ბალახს შევლამთ.”
ხომ გაჭამათ გადატრიალების შემდეგ ედვარდ ამბროსევიჩმა ბალახი, რაც იმ სატანამ დააკლო მეორე მშვიდობიანი რევოლუციით მიხეილ სააკოვმა ხომ დაამატა ტერიტორიების კარგვა, პრიხვატიზაცია, ცოცხი და დუბინკა. ახლა გამოდიხართ და იგივე გინდათ სხვას უსურვოთ 27 წელია წაგებული ომების, შიმშილის, სიღატაკის, სიბნელის, უსამართლობის დიქტატურის რეჟიმში ცხოვრობთ და თავისუფლები ხართ? ვაი თქვენს პატრონს და განსაკუთრებით იმათ პატრონს ვისაც ლუკაშენკო დიქტატორად მიაჩნია და ალიევი თუ ერდოღანი დემოკრატად და სტრატეგიულ პარტნიორად.
ჰო მართლა სულ მავიწყდებოდა რა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი სამშობლოს პატრონებიდან მახსოვს ასეთი რამ.
2008 წელს საქართველო თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ისრაელის მოქალაქეები იყვნენ ღრიღოლ ვაშაძე დედა რუსეთის. მოხდა ომი რომლის შედეგადაც დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა ხალხი, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა კი დაგვადანაშაულეს კონფლიქტის დაწყებაში.
ახლა გინდა გაიგეთ და გინდა ანტი ბატკები იყავით თქვენ აზრს საბედნიეროდ მაინც არანაირი ძალა და ფასი არ აქვს ბელორუსიის მომავლისთვის.
ანუ როგორც ბატკამ თქვა. ” მე ყველაფერი ვთქვი, ახლა კი იყვირეთ წადი.”

წყარო