ბრავო გლობალისტებს, მთელ სამყაროს იპყრობენ, ჩვენ კი, უკანალზე ხელებდაწყობილები მივჩერებივართ “სხვაგან მიმდინარე პროცესებს”-რუსუდან კოტაშვილი

ფეისბუქ-მომხმარებელი რუსუდან კოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებმა დამაფიქრა…რამხელა პროვოკაცია ააგორეს! ბრავო გლობალისტებს, მთელ სამყაროს იპყრობენ და ჩვენ კი უკანალზე ხელებდაწყობილები მივჩერებივართ “სხვაგან მიმდინარე პროცესებს”, ანალიზს კი არ ვაკეთებთ და არ ვფიქრობთ – რატომ?
იქნებ უკეთესი სამყარო უნდა შემოგთავაზონ და ჩვენ ვერ ვხვდებით? იქნებ ეს ვაქცინაცია, რომლის ჩასატარებლადაც არის მთელი ეს კოვიდ ისტერია მიმართული, პროგრესია? იქნებ ეს 5G- ტექნიკური განვითარების სასურველი პროდუქტია? დაჩქარდა სამყარო და ფეხი უნდა ავუწყოთ, როდემდე უნდა ვიაროთ ზოზინით? წინაპრების დანაბარები “შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო”, მოძველდა.. პროგრესულ ხალხს სიახლე სწყურია, თუნდაც ამ სიახლემ გადაჩეხოს სამყარო უფსკრულში, ის მაინც ახალია და ახალ სამყაროში გადასვლას სულმოუთქმელად ელის, ვიღაც ხომ გადარჩება? ბოლოს და ბოლოს ისევ თავიდან დაიწყებენ ცხოვრებას! – ასეთია პროგრესული ადამიანების ლოგიკა, ამასაც აქვს თავისი ახსნა, მაგრამ თუ ეს მართლაც ასეა, რატომ გვატყუებენ ადამიანებს? რატომ გვაყრიან თვალში ნაცარს? რატომ გვიმალავენ სიმართლეს, თუ ის კარგია? რატომ ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას გამოსვლებისაკენ? ბევრი კითხვა დაგროვდა…

წყარო