ლუკაშენკომ უთხრა მომხრეებს, რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს, ჩამოვიდა ტრიბუნიდან და თავი დაუკრა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა.  მან უთხრა მომხრეებს, რომ რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს, ჩამოვიდა ტრიბუნიდან და თავი დაუკრა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, – განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.

ბელარუსის პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე 65 000 მხარდამჭერი მივიდა.

კონსტანტინე ჩიკვილაძე