ნატოს ჯარები ტყუილად არ აჭრიალებენ მუხლუხებს ჩვენ კართან, სურთ ამოგვაცვან ქალამნები და გადაგვიჭირონ მათრახი- ალექსანდრე ლუკაშენკო

კვირას, 16 აგვისტოს, მინსკში, ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სიტყვით გამოვიდა .
twitter sharing button

“ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ აქ იმისთვის კი არ დაგიძახეთ, რომ მე დამიცვათ, თუმცა არ უამისობაა. თქვენ აქ მოხვედით, რათა პირველად მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, შეძლოთ დაიცვათ ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი დები, ჩვენი მეუღლეები და შვილები”, – მიმართა ლუკაშენკომ დამსწრეთ.

მისი თქმით, მას არ სურდა დაეძახა მათთვის მოედანზე შესაკრებად, არაა მომხრე ქუჩების, მოედნების მიტინგების, მაგრამ ეს არ არის მისი ბრალი და მას მოუწია ეთხოვა მათთვის დახმარება.

“ნატოს ჯარები ტყუილად არ აჭრიალებენ მუხლუხებს ჩვენ კართან”, ხდება სამხედრო სიძლიერის ზრდა ჩვენ საზღვრებთან: ლიეტუვა, ლატვია პოლონეთი და, სამწუხაროდ, ჩვენი ღვიძლი უკრაინა, მისი ხელმძღვანელობა, გვიბრძანებს ჩვენ ჩავატაროთ ახალი არჩევნები”.

“ჩვენ გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას. ჩვენ გვთავაზობენ ნატოს ჯარისკაცებს – შავკანიანებს, გამოუცდელებს, თეთრუებს! (სიტყვა желторотый საუბრის დროს გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ვინმეს სიყმაწვილეზე, გამოუცდელობაზე, მიამიტობაზე მისანიშნებლად, ხოლო სიტყვა белобрысый-ით რუსები და ბელარუსები ხშირად მოიხსენიებენ ბალტიის ზღვისპირა ქვეყნების მცხოვრებლებს – “აიპრესი”) სურთ ამოგვაცვან ქალამნები და გადაგვიჭირონ მათრახი.”

“აიპრესი”