ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკომ მუშების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ სანამ მას არ მოკლავენ, ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება.
„ნურასდროს დაელოდებით ჩემგან, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სანამ არ მომკლავთ, სხვა არჩევნები აღარ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.