რომის პაპი ფრანცისკე, ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას, ბელარუსში სამართლის დაცვის, ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
„ჩემი ფიქრები მიმართულია ძვირფასი ბელარუსისადმი. ყურადღებით ვადევნებ თვალს არჩევნების შემდგომ ვითარებას ამ ქვეყანაში და მოვუწოდებ დიალოგისკენ, ძალადობაზე უარის თქმისა და სამართლიანობის პატივისცემისკენ. ყველა ბელარუსელის დაცვას ვავედრებ სამყაროს დედოფალს“ , – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
მისივე თქმით, ახსოვს და ლოცულობს ბევრი დრამატული მოვლენისთვის, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში ხდება და რომლებიც ადამიანთა ტანჯვის მიზეზია.
მისივე თქმით, არავინ უნდა დაივიწყოს ის პრობლემებიც, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ბევრ ოჯახში არსებობს, რომლებსაც არ აქვთ სამსახური, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და რომელთაც საკვებიც არ გააჩნიათ.
“აიპიენი”