ბელორუსიის პრეზიდენტმა, რომელიც ხალხმა 9 აგვისტოს არჩევნებზე 80 პროცენტით კვლავ გადაირჩია, გუშინ თავის მხარდაჭერებს მიმართა მინსკში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე. თითქმის ნახევარსაათიან სიტყვაში ლუკაშენკომ, როგორც მას სჩვევია, ღიად, ზედმეტი პოლიტკორექტულობის გარეშე ილაპარაკა. მან გაიხსენა, როგორ დაიქცა და დაიმშა ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როგორ დაკარგეს ღირსება სამხედროებმა… ამ ფონზე კი თავად მისცა ფიცი ქვეყანას და ხალხს, რომ იზრუნებდა მათზე.
ამასობაში (ვიდეოზე მე-4 წუთის შემდეგ) პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ეპოქალური სიტყვები თქვა – ლუკაშენკო უპირისპირდება იმპერიის ცნების ნეგატიურ გაგებას და იმპერიას მიიჩნევს ღვთის მიერ ბოძებულ სიკეთედ. ამ შემთხვევაში კი, საბჭოთა კავშირი არის მიჩნეული იმპერიად:
“სამწუხაროდ, ამ პარლამენტში ჩვენ გავანადგურეთ ის, რაც ღვთის მიერ იყო ბოძებული; ჩვენი უზარმაზარი, დიადი იმპერია, რომლის გარეშე არც ერთი საკითხი არ წყდებოდა მსოფლიოში! ჩვენ მივიღეთ ამ იმპერიის სისხლიანი ნატეხი. რა უნდოდა ამ ხალხს მაშინ? – თქვენ ითხოვდით ლუკმა-პურს!” – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსიის სახით ჩამოყალიბებულია თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომლის საქმეებში ვერავინ ჩაერევა. ლუკაშენკომ ღიად გააკრიტიკა “პოლიაკებისა” და “პრიბალტების” ჩარევების მცდელობა.