ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს.
„მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო და ეროვნული ლიდერის როლი ვიკისრო, რათა ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს და ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში.
მან ბელარუსის ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და საკანონმდებლო ბაზა მოამზადონ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მიზნით.