ურეკში ზღვაში დაკარგული 22 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შესულ 22 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ორი ახალგაზრდა 15 აგვისტოს ზღვაში შევიდა საბანაოდ, თუმცა მათ მალე დახმარება ითხოვეს. მაშველებმა 17 წლის ბიჭის წყლიდან გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ახალგაზრდას კი ამ დრომდე ვერ პოულობდნენ.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი იყო მყვინთავები და სამძებრო სპეციალური ტექნიკა.

 

ghn.ge