რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს, ლიბიისა და სირიის საკითხები განიხილეს.
როგორც კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი ფოკუსირებული იყო ლიბიაზე. პუტინმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
თურქეთი და რუსეთი, ასევე სირიაში ანტიტერორისტული ძალისხმევის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, როგორც თურქული მედია წერს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
“1არხი”