ჭუბერი და ნაკრა იდეალური ადგილებია ეკო და აგრო ტურიზმის მოყვარულთათვის …

ჭუბერი ზუგდიდიდან დაახლოებით 80 კმ-ს მოშორებით მდებარეობს, ნაკრა კი – 100.

ორივე ხეობა არის გზად მესტიისკენ. თუ კი თქვენ აპირებთ ესტუმროთ მესტიას, გირჩევთ თითო დღე ჭუბერსა და ნაკრას დაუთმოთ და ჩუბეხევის გამორჩეული ბუნებითა და სტუმარ-მასპინძლობით ისიამოვნოთ.

ჭუბერი და ნაკრა იდეალური ადგილებია ეკო და აგრო ტურიზმის მოყვარულთათვის – სტუმრებს მრავალეროვანი საფეხმავლო ბილიკები ელის. მათ შორის – 2800 მეტრზე მდებარე უთვირის უღელტეხილზე, რომლითაც ჭუბერიდან ნაკრაში გადავდივართ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადგილობრივების გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა, გესტჰაუსების სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები, რომლებსაც ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დაგიმზადებენ.

წყარო: ghn.ge